არასტანდარტული ციტრუსის მიღება იწყება

24 ნოე 2016

დღეიდან  არასტანდარტული ციტრუსის ნაყოფის მიღება და  სუბსიდირება დაიწყო. ყოველკილოგრამ არასტანდარტულ მანდარინზე ფერმერი 10 თეთრს მიიღებს. ციტრუსს ქობულეთში მდებარე “ტი სი ეფ ჯორჯია” და “ჯიამ გრუპი” ღებულობს. არასტანდარტული ციტრუსის მიღებას და სუბსიდირებას აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მიერ შექმნილი ციტრუსის შტაბი უზრუნველყოფს.