საბერძნეთში ქალის მკვლელობისთვის დაკავებული ქართველი კაცი ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

26 აგვ 2021

ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა კაცმა თავი მოიკლა -ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული პოლიციელებმა საკუთარ საკანში ნახეს გარდაცვლილი.

საქართველოს 48 წლის მოქალაქე ეჭვმიტანილი იყო ასევე  საქართველოს 56 წლის მოქალაქე ქალის მკვლელობაში.