დაძაბული ვითარება ავღანეთში

27 აგვ 2021

ავღანეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. თავდასხმების სერიების ფონზე ექსპერტები საქართველოსთან მიმართებაში თალიბების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ. ამას კი საქართველოსა და ამერიკის მოკავშირეობით ხსნიან.გუშინ ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად 90-მდე ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის იყვნენ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.ჯო ბაიდენის განცხადებით,ტერორისტული აქტის მიუხედავად, აშშ გააგრძელებს ამერიკელების, ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებისა და ავღანელების ევაკუაციას. ავღანეთიდან გასული დღის განმავლობაში 12 500-მდე ადამიანის ევაკუირება განხორციელდა, - შესაბამის მონაცემებს თეთრი სახლი ავრცელებს.ამასთან, მათივე ცნობით, 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია გაყვანილი.