პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოხვდა

28 აგვ 2021

რუსთაველის ქუჩაზე ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ პოლიციის ავტომობილი გზის გამყოფ ღობეს შეეჯახა.

შედეგად ნაწილობრივ შეფერხდა მოძრაობა. ეკიპაჟს  რომელიც  ავარიაში მოყვა დაკავებული პირი გადაყავდა. ავტომობილში სულ 4 ადამიანი იმყოფებოდა მათ შორის 3 კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.