აცრილია პედაგოგთა 46%

28 აგვ 2021

პანდემიის ფონზე განახლდება თუ არა  საკლასო ოთახებში   სწავლა გარდა ეპიდვითარების დასტაბილურებისა,  პედაგოგების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.

ვაქცინირებულთა პროცენტულმა რიცხვმა 80% უნდა შეადგინოს. ამ ეტაპზე აცრილია პედაგოგების 46%. აცხადებენ, რომ განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მოესწრება თუ არა სკოლის დაწყებამდე მასწავლებელთა უმრავლესობის აცრა ჯერ უცნობია.