პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს

25 ნოე 2016

უმრავლესობა - უმცირესობის ფორმატში, ფრაქციებსა და კომიტეტებში   მინისტრობის კანდიდადტების მოსმენის შემდეგ   მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს  პარლამენტი   რიგგარეშე  სხდომაზე იმსჯელებს.  მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას - ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი,  გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. მინისტრობის კანდიდატები  პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებენ, შემდეგ კი  ტრიბუნას კანონმდებლები  დაიკავებენ.