ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე არ დაიწყება

31 აგვ 2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება. შეზღუდვა ეხება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებს.

ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღეს.