დეპუტატების კრიტიკა და ნდობა კვირიკაშვილის გუნდს

25 ნოე 2016

თითქმის 9 საათია პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. რეგლამენტით გაწერილი პროცედურები შესაძლოა გვიან ღამემდე გაგრძელდეს. კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტების თავმჯდომარეებს მოუსმინეს, ამის შემდეგ კი უკვე ცალკეულ დეპუტატებს დაეთმოთ ტრიბუნა.