ბავშვთა საავადმყოფოში 64 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

03 სექ 2021

იაშვილის სახელობის  ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში  ინფიცირებული   ბავშვების  რაოდენობა კიდევ გაიზარდა.  

კლინიკაში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 64  პაციენტია. მათგან 7 პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო ერთი  ჩვილი ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. 

რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის  და სტაბილურია.