სტიქიის შედეგები ქობულეთში

04 სექ 2021

ქობულეთში სტიქიის შედეგად  დამეწყრილია 8 სოფელი და დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი. უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე  აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. ძლიერ წვიმას ქარბორბალაც დაემატა. წყლის მასამ შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში.