კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა

05 სექ 2021

კორონავირუსს ქვეყანაში  ამ ეტაპისთვის 42 237 ადამიანი ებრძვის. ბოლო დღე ღამეში კი ვირუსით ინფიცირების 2 210 შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლავ მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი. ვირუსს კიდევ 74 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გრძელდება საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი.