აშშ ყირიმელი თათრების ლიდერის დაკავებას გმობს

06 სექ 2021

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების მთავარი წარმომადგენლობითი ორგანოს ლიდერის მოადგილისა და ეთნიკური ჯგუფის სულ მცირე 45 სხვა წევრის დაკავებას, როიტერსის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მოვუწოდებთ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები", - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს ნაბიჯი მეჯლისისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკურად მოტივირებული რეიდების, დაკავებებისა და სადამსჯელო ღონისძიებების გაგრძელებაა.