საოკუპაციო ძალების დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია

07 სექ 2021

ჯავაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებად  ტერიტორიაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სუს-ის ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე რუსმა სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს.

უწყების ცნობით,  თავად ტურისტის თქმით, სალაშქროდ იყო წასული და ისე გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.