საარჩევნო გადაცემათა ციკლი

07 სექ 2021

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში დღეიდან საარჩევნო გადაცემათა ციკლი იწყება.

ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს 21:00 საათზე  მერობის კანდიდატები ეყოლება სტუმრად  ვახო ხუზმიაშვილს.

სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს კი ირინა ყურუასა და ლაშა ზარგინავას გადაცემაში ექვსივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ნომრები მიიღებენ მონაწილეობას.  ისინი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე  შერჩეულ კითხვებს უპასუხებენ.

რადიოს ეთერში კი  ,,კომპეტენტური პასუხი და თვითმმართველობა’’ აგრძელებს მუშაობას. გადაცემა ეთერში კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მაია ვარშანიძის ავტორობით გავა. 

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე კი ყოველ დღე იქნება პირდაპირ ეთერში.