ესპანეთში ტყის ხანძარს მსხვერპლი მოჰყვაა

10 სექ 2021

ესპანეთის კურორტ ესტეპონიდან ტყის ხანძრის გამო 939 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო - ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას 44 წლის მეხანძრე დაიღუპა.

ხანძრის კერა ოთხშაბათს გაჩნდა და ამ დროისთვის 2 000 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი. სალიკვიდაციო სამუშაოებში 300 -ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.