მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 224 მილიონს გადააჭარბა

10 სექ 2021

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 224 მილიონს გადააჭარბა.

უოლდმეტერსის სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.6 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 200 მილიონს აჭარბებს. 

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 41.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 33.1 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსის დაავადების გავრცელების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა.