უკრაინიდან საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადაცია იგეგმება

11 სექ 2021

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქარდავას უკვე ჩაბარდა, რომელიც საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.