უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი - დაკავებულია 3 პირი

13 სექ 2021

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - ფაქტზე დაკავებულია 3 ადამიანი.

გამოძიება მათ  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.