14 სექ 2021
ალჟირში სეპარატისტული დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი ჟურნალისტია.
ხელისუფლება ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს და ბრალს ხანძრების გაჩენაში სდებს, რამაც გასულ თვეს 65 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გასულ კვირას ალჟირის პოლიციამ ამავე ჯგუფის 30 წევრი მოქალაქეებზე თავდასხმის ბრალდებით აიყვანა.