დონალდ ტრამპი 2024 წელს თეთრ სახლში დაბრუნებას აპირებს

14 სექ 2021

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია მას სხვა არჩევანს არ უტოვებს, გარდა 2024 წელს პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლაში  ისევ მონაწილეობისა.  ამის შესახებ ტრამპმა ფოქს-ნიუსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ექს-პრეზიდენტმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანას ქვეყნის ისტორიაში უდიდესი  სირცხვილი უწოდა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი თავისი თანამდებობისთვის საკმარისად კომპეტენტური არ არის.