კრემლი კიევთან ყირიმის კუთვნილების საკითხზე საუბარს არ აპირებს

14 სექ 2021

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შეუძლებელია, თუკი კიევი მოლაპარაკებებზე ყირიმის კუთვნილების საკითხის წამოჭრას აპირებს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. 

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინელ კოლეგასთან ერთად დონბასში ომისა და მშვიდობის საკითხის განხილვას არ აპირებს, რადგან მოსკოვი ამ კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.