თალიბანი დასავლეთს - აღიარეთ „თალიბანი“ და დაბრუნდით ფულით და არა იარაღით

15 სექ 2021

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ მიერ დანიშნული გუბერნატორი დასავლეთის ქვეყნებს „თალიბანის“ აღიარებისკენ მოუწოდებს.

„აღიარეთ „თალიბები“, როგორც ავღანეთის ლეგიტიმური ლიდერები და შემდეგ დაბრუნდით ფულით და არა იარაღებით. - აცხადებს თალიბ მავლავი.  მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთს უნდა დაეხმაროს.