რიჟვაძე: ეს არის გაგრძელება იმ სიბინძურისა, რასაც აკეთებდნენ გარკვეული ოპოზიციური პარტიები

15 სექ 2021

ოპოზიციას აკისრებს პასუხისმგებლობას ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვებასა და გავრცელებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც.

თორნიკე რიჟვაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე  ფარული მოსმენების გასაჯაროვებას ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებაში მოსვლისა და ელექტორატზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.