ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ალიანსი იქმნება

16 სექ 2021

ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების აღსაკვეთად  აშშ, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ პარტნიორობას ქმნიან. ახალი პარტნიორობის ფარგლებში შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ. საზღვაო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გარდა,  პარტნიორობა  რეგიონული პოლიტიკისა და ქმედებების  მჭიდრო კოორდინაციასაც მოიცავს.  სამმხრივი პარტნიორობა გააკრიტიკა ჩინეთმა,   საფრანგეთმა და   ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა.