ქობულეთში ქუჩები და სახლები დაიტბორა, სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა

17 სექ 2021

ინტენსიური ნალექის გამო პრობლემები ქობულეთში გუშინ უკვე საღამოს შეიქმნა.

"ქობულეთის წყლის" ინფორმაციით,  გუშინვე დაიწყეს ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად სანიაღვრე არხების გაწმენდა.  

რამდენიმე სოფელში კი გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობდა. მხოლოდ გუშინ ღამით მერიის ცხელ ხაზზე 13 შეტყობინება შევიდა.