ამერიკელი პროკურორები ბაიდენის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

17 სექ 2021

ამერიკის 24 შტატის გენერალურმა პროკურორებმა პრეზიდენტ ბაიდენს წერილი მიწერეს, რომელშიც ფედერალური და კერძო კომპანიების თანამშრომლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებათან დაკავშირებით სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ. 

მანამდე  აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლო ინიციატივების არაკონსტიტუციურად აღიარების მოთხოვნით სასამართლოს არიზონას შტატმა მიმართა.

გენერალური პროკურორები, რომელთა შორის  ძირითადად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ირწმუნებიან, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება არაკანონიერია.