საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს

20 სექ 2021

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურების გავლისას, დამალა დამატებით 30 ათას ლარზე მეტი ღირებულების საქონლის არსებობა  და თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლების გადახდას.