ალმათში კერძო სახლიდან გამოსახლება სისხლისღვრით დასრულდა

20 სექ 2021

ყაზახეთის ქალაქ ალმათში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულთა შორის უბნის ინსპექტორები, აღმსრულებლები და სამოქალაქო პირები  არიან. 

დაშავებულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.  ეჭვმიტანილმა ცეცხლი სანადირო თოფიდან გახსნა.  ტრაგიკული ინციდენტი კერძო სახლიდან ოჯახის გამოსახლების გამო მოხდა.