თურქეთი ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

21 სექ 2021

ანკარა ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.  „თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი კანონიერი ძალა არ აქვს“, - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.  შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 17-19 სექტემბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მმართველი პარტია, „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49.83 %-ით ლიდერობს.