დაიბარებენ თუ არა სუს-ის უფროსს პარლამენტში?

21 სექ 2021

ისევ აქტიურია საკითხი გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში მისვლის შესახებ. ოპოზიციის ნაწილი გადაწყვეტილებას არ ცვლის და ითხოვენ, რომ სუს-ის უფროსმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. ამ პოზიციას არ იზიარებენ ენმ-ში. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა  შეიცვალოს, ხოლო ლილუაშვილმა  არა დეპუტატების, არამედ მოსამართლის შეკითხვებს უნდა უპასუხოს. ქართულ ოცნებაში სუს-ის  უფროსის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ.