ვაქცინაციის პროცესი სოფლის ამბულატორიებში

21 სექ 2021

ვაქცინაცია  სოფლებში -  დღეიდან აცრის მსურველები აჭარის მაღალმთიანეთში სოფლის  ამბულატორიებშიც  შეძლებენ. პირველი ასეთი პუნქტი ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში გაიხსნა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ეტაპობრივად ვაქცინაციის პუნქტები რეგიონის მასშტაბით თითქმის ყველა  სოფლის ამბულატორიებში მოეწყობა.