ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

21 სექ 2021

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ  რუსეთს დიდ ბრიტანეთში ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა  და დაადგინა, რომ  რუსულმა მხარემ მის ქვრივს მარინა ლიტვინენკოს კომპენსაციის სახით 100 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსანდრე ლიტვინენკო რუსეთიდან ოჯახით დიდ ბრიტანეთში 2000 წელს მის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის აღძვრის შემდეგ  გაიქცა.  2006 წელს  ის ლონდონში პოლონიუმით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.  დიდ ბრიტანეთში გამოძიებამ დაადგინა, რომ  მის მკვლელობაში მონაწილეობდნენ ბიზნესმენი დიმიტრი კოვტუნი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ანდრეი ლუგოვოი, რომლებიც ლიტვინენკოს გარდაცვალებამდე  3 კვირის ადრე შეხვდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანული გამოძიების დასკვნები გააკრიტიკა , მას არაგამჭვირვალე  და პოლიტიზებული უწოდა.