ყაზახეთში კორონავირუსის „ეტა“ შტამი გამოავლინეს

21 სექ 2021

ყაზახეთში კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ეტა, იგივე ნიგერიული შტამი გამოავლინეს.  ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყაზახეთში ამ დროისთვის ინფიცირების  შემთხვევების 57 % ინდურ, იგივე დელტა შტამზე მოდის. ჯანმოს მონაცემებით, ამჟამად ეტა შტამი მსოფლიოს 77 ქვეყანაშია გამოვლენილი.