მეწყრის შედეგად ქობულეთში გარესამყაროსაა მოწყვეტილი 159 ოჯახი

23 სექ 2021

ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, ამ ეტაპზე, გარესამყაროსაა მოწყვეტილი 159 ოჯახი. სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, რის გამოც, 15 ოჯახს ალტერნატიულ თავშესაფარში გადაყვანა დასჭირდა . 

43 მიმართულებით გზები ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაკეტილია. ჩამოწოლილმა მიწის მასამ დააზიანა 2 ხიდი.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა 3 ლოკაცია დაბა ჩაქვში, აგურქარხნის დასახლება, სამედიცინო ცენტრის ეზოც.

ამ დროისთვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 5 ერთეული ტექნიკა მუშაობს სოფელ ქობულეთსა და ხალაში.

უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთში მეწყერი სულ 49 მიმართულებით განვითარდა.