164 გრამი "ჰეროინი" და 83 გრამი "ამფეტამინი" - თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

23 სექ 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი თბილისში დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და "ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.