ქობულეთში 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

23 სექ 2021

ჯერ გასულ კვირაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი არ დათვლილა, ამ ფონზე კი ქობულეთი ისევ უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის.  მუნიციპალიტეტს ზიანი სტიქიის გამო ბოლო 1 თვეში უკვე მესამედ მიადგა. ათეულობით ოჯახია გარესამყაროს მოწყვეტილი,  ნაწილის სახლი დატბორილია, დაზიანებულია საავტომობილო გზები და ინფრასტრუქტურა.