დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან-გამოხმაურება

24 სექ 2021

პოლიტიკურ ოპონენტთან დაპირისპირება იმ ფორმით, რომელსაც გუშინ ადგილი ჰქონდა ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის პოლიტიკოსების ნაწილისთვის მიუღებელია. მესამე სექტორი კი აგრესიულ წინასაარჩევნო გარემოზე მიუთითებს.  ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეებს შორის მომხდარი დაპირისპირება დღესაც მათი კოკლეგების განხილვის საგანია.