24 სექ 2021
უხვი ნალექის შედეგად ახალი მეწყრული პროცესები გააქტიურდა ხელვაჩაურში, რის გამოც სამი ოჯახის განსახლება გახდა საჭირო. ბრუნჯაძეებსა და როდინაძეებს სახლები უსაფრთხოების გამო დაატოვებიეს.

ჩამოწოლილმა მიწის მასამ სახლის ნაწილი დაანგრია.
ხელვაჩაურში 30-მდე მეწყრული კერაა. ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ოდენობა.

დღეს, კახაბრის დასახლებაშიც რამდენიმე სახლი დაიტბორა.