სტადიონის რეაბილიტაცია

28 ნოე 2016

ქობულეთში ჭავჭავაძის უბანში სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და განთავსდა მაყურებლის ტრიბუნა. ანალოგიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები  ქალაქში რუსთაველის ქუჩაზე კიდევ ორ მინი სტადიონზე მიმდინარეობს.