ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას რუსული დელეგაცია გამოეთიშა

24 სექ 2021

საფრანგეთში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას  რუსეთის დელეგაცია ვერ  დაესწრება დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთი, სადაც მკაცრი კოვიდშეზღუდვები მოქმედებს, რუსულ ვაქცინა "სპუტნიკ ვი-ს" არ აღიარებს, რის გამოც რუსი დეპუტატების გადაადგილება შეიზღუდა.

ამის ნაცვლად რუსეთის დელეგაცია ასამბლეის მუშაობაში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია სტრასბურგში 2021 წლის 27-30 სექტემბერს გაიმართება.