სპეციალური ოპერაციების ძალები 17 წლისაა

28 ნოე 2016

სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები დაესწრნენ. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც.  პირველად საქართველოში, 12-მა სამხედრო მოსამსახურემ ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორთა დახმარებით ჩატარებული „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“ წარმატებით 1992 წლის 22 ნოემბერს დაასრულა