ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

27 სექ 2021

ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ თარიღს 28-ე წლისთავზეც მძიმედ იხსენებენ. გმირული წარსული, თავგანწირვითა და ღალატით სავსე ომის ეპიზოდები.

სოხუმის დაცემის დღეს საქართველოში სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალებსა და საფლავებს დღეს დილიდან პატივს მიაგებდნენ.