28 ნოე 2016, 20:00
0სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსებიდან 17 წელი გავიდა. იუბილე ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც.