ახალი ტრაქტორები მუნიციპალიტეტებს

29 ნოე 2016

ზამთრის  სეზონისთვის  აქტიურად  ემზადებიან  საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის  დეპარტამენტში.  უწყებამ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების 5 ერთეული ტექნიკა შეიძინა.  ბულდოზერის ტიპის ტრაქტორები დღეს ხუთივე  მუნიციპალიტეტში გაიგზავნა.