აზერბაიჯანი მოზარდების ვაქცინაციისთვის ემზადება

05 ოქტ 2021

აზერბაიჯანში ფაიზერის ვაქცინით 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრა იწყება. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო  ავრცელებს. უწყების ცნობით,  გადაწყვეტილება არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს ოფიციალური ნებართვების, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ნებართვების გათვალისწინებით მიიღეს. ვაქცინაცია ორივე მშობლის ნებართვით მოხდება.