ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ

06 ოქტ 2021

ქიმიის დარგში 2021 წლის ნობელის პრემია  „ასიმეტრიული ორგანოკატალიზის განვითარებისათვის“ ბენჯამინ ლისტსა და დევიდ  მაკმილანს გადაეცათ.   მშვიდობის დარგში  ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა 8 ოქტომბერს  ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაირკვევა.  კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ნობელის პრემიები გაიცემა იმ ქვეყნებში, სადაც ლაურეატები არიან და არა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე. ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდებიან, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.