ვაქცინაცია დამუხრუჭდა

06 ოქტ 2021

საქართველოში ამ დროისთვის იმაზე 3-ჯერ ნაკლები მოქალაქეა აცრილი, ვიდრე ამას მინიმალური გეგმა ითვალისწინებდა. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ კორონავირუსის დელტა შტამთან საბრძოლველად დაახლობით 80% უნდა იყოს აცრილი. საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ამ დროისთვის არ იგეგმება, თუმცა   საკითხს საკორდინაციო საბჭო  უკვე განიხილავს, სადაც აზრთა სხვადასხვაობაა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვს 2 400-ზე მეტი ადამიანი შეემატა,მათგაან 113 აჭარაში და ქვეყანაში გარდაიცვალა 24.