ციტრუსის სეზონი

30 ნოე 2016

ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაში გადადის. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს,   ციტრუსის მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინა. ლაშა კომახიძემ და ზურაბ პატარაძემ რეგიონში მოქმედი 3 მსხვილი საწარმო დაათვალიერეს. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წელს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მისვე თქმით, 11 ათასი ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტზეა გასული, რაც მოსალოდნელი საექსპორტო მოსავლის 30%-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით ფასი ერთ კილოგრამ მანდარინზე  50-დან  70 თეთრამდე მერყეობს. ლაშა კომახიძის განცხადებით, შერჩეულია ისეთი ახალი საექსპორტო ბაზრები, როგორებიცაა უზბეკეთი მოლდოვა, ყაზახეთი, ბელორუსია და პოლონეთი. ზურაბ პატარაძე ნარინჯისფერ რთველს აფასებს, როგორც დინამიურად მიმდინარე პროცესს.