ციტრუსის სეზონი

30 ნოე 2016

ციტრუსის სეზონი აქტიურ ფაზაში გადადის. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელს,ციტრუსის მიმდინარეობის ანგარიში წარუდგინა. ლაშა კომახიძემ და ზურაბ პატარაძემ რეგიონში მოქმედი 3 მსხვილი საწარმო დაათვალიერეს. დღეის მდგომარეობით ფასი ერთ კილოგრამ მანდარინზე  50-დან  70 თეთრამდე მერყეობს. ზურაბ პატარაძე ნარინჯისფერ რთველს აფასებს, როგორც დინამიკურად მიმდინარე პროცესს.