ევაკუაცია კალიფორნიის შტატში

12 ოქტ 2021

ხანძარი ამერიკის შეერთებულ შტატებში - კალიფორნიის შტატში, სანტა ბარბარაში ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. ადგილზე ასობით მეხანძრე მუშაობს.

ცეცხლი საფრთხეს ასამდე შენობას უქმნის. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხანძრის ჩაქრობას ქარი ართულებს. გამოცხადდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია.